სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფის მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიას ესტუმრა. პირველ მატჩში რამაზ სვანაძის გუნდმა 0-1 მოიგო.
დღევანდელ მატჩში, მე-11 წუთზე ანგარიში დიონ ბელიომ გახსნა. 28-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით ლუკა გაგნიძემ ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
63-ე წუთზე ბელიომ პენალტის საშუალებით ჩეხეთი კვლავ წინ გაიყვანა. 78-ე წუთზე ქართველებმა ჯარიმა ჭკვიანურად გაითამაშეს და ირაკლი აზაროვის პასის შემდეგ ნოდარ ლომინაძემ წონასწორობა ისევ აღადგინა.
ქართველები ძირითად დროში წარმატებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 92-ე წუთზე მარინ სოტიჩეკმა ანგარიში 3-2 გახადა და თამაში დამატებით დროში გადაიწყვანა. ექსტრა-ტაიმებში სიტუაცია აღარ შეცვლილა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
5-5 პენალტის შემდეგ ხორვატებმა და ქართველებმა თითო შანსი ვერ გამოიყენეს. პირველი პენალტი ირაკლი აზაროვმა ვერ გაიტანა. ჩეხებიდან კი მეხუთე პენალტი ველდინ ჰოჯას ლუკა ხარატიშვილმა ბრწყინვალედ აუღო.
ქართველმა მეკარემ იურაი ბადელის გადამწყვეტი პენალტიც მოიგერია და ხარატიშვილი ახალაზრდულ ნაკრებს გმირად მოევლინა.
რამაზ სვანაძის გუნდმა პენალტების სერია 6-7 მოიგო. ქართველებიდან პენალტები ზუსტად კვერნაძემ, აბუაშვილმა, ლომინაძემ, მამაგეიშვილმა, ლაცაბიძემ, უგრეხელიძემ და ხვადაგიანმა შეასრულეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ისტორიაში პირველად გავიდა.
ახალგაზრდული ევრო 2025 წლის ზაფხულში გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები