ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერის შემდეგ გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ბრაზილიელი ნახევარმცველი, რომელიც ნიუკასლიდან 75 მილიონ ფუნტად გადმოვიდა, გულშემატკივრებს დორტმუნდთან მატჩის წინ წარუდგინეს.
არტეტას თქმით, კლუბი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას კვლავ აგრძელებს და შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ცდილობს. მისმა განცხადებამ აჩვენა, რომ თუ ბაზარზე ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდება, რომელიც გუნდს რეალურად გააუმჯობესებს, არსენალი მის დამატებას აუცილებლად შეეცდება.
არტეტას გეგმებში შემტევი ფეხბურთელი და მრავალმხრივი მცველია.
ესპანელმა სპეციალისტმა გიმარაეშს მაღალი შეფასება მისცა და ხაზი გაუსვა მის ენერგიას, ხასიათსა და მოედანზე გადაადგილების უნივერსალურობას:
ვენ ვხედავთ იმ დიდ ენერგიას, შიმშილსა და სურვილს, რომელიც მან მაშინვე შემოიტანა სავარჯიშო ბაზაზე. სწორედ ასეთი ამბიცია გვჭირდება იმისათვის, რომ ახალ დონეზე გადავიდეთ.