კრისტალ პალასი ინგლისის თასიდან სენსაციით გამოვარდა — მოქმედმა ჩემპიონმა ტურნირი მეექვსე დივიზიონის მაკლსფილდთან მარცხით (1:2) დაასრულა.
ეს პირველი შემთხვევაა 1909 წლის შემდეგ, როცა არაპროფესიონალური ლიგის წარმომადგენელმა (მეხუთე დივიზიონი და ქვემოთ) ინგლისის თასის მოქმედი გამარჯვებული დაამარცხა.
დივიზიონებისა და სატურნირო პოზიციების გათვალისწინებით, მაკლსფილდი კრისტალ პალასზე 117 საფეხურით დაბლა იმყოფება. მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ და ისტორიული გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნეს.
აღსანიშნავია, რომ კრისტალ პალასს უკვე ზედიზედ 9 მატჩია გამარჯვება არ აქვს — 6 მარცხი და 3 ფრე.
