სევილიას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსია პლასამ, რეალთან მატჩის მსაჯობა მკაცრად შეაფასა.
მისი თქმით, არდა გიულერი გასაძევებელი იყო, კილიან მბაპეს პირველი გოლი კი არ უნდა ჩათვლილიყო.
„მსაჯს არდა გიულერი უნდა გაეძევებინა. ეს აშკარა წითელი ბარათი იყო. 70 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობაში უნდა გვეთამაშა.
მბაპეს პირველი გოლიც გასაუქმებელი იყო, რადგან კონატემ წესები დაარღვია. არ ვიცი, VAR-მა მსაჯს ეპიზოდის გადამოწმებისკენ რატომ არ მოუწოდა. შესაძლოა იმიტომ, რომ რეალს ელ კლასიკოს წინ მეტი ქულის დაკარგვა აღარ შეეძლო.
ან იქნებ იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის მოგების საშუალება რომ მოეცათ, ცხრა ქულით ჩამორჩებოდნენ“, - განაცხადა გარსია პლასამ.
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა, სევილიელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ქოჩრაშვილმა კი თამაში დისკომფორტის გამო გამოტოვა.