ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე სევილიას მიიღებს.
სამწუხაროდ, ანდალუსიელთა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც გუნდს კუნთის დისკომფორტის გამო ვერ დაეხმარება.
ქართველმა ნახევარმცველმა სანაკრებო პაუზაზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 270 წუთი გაატარა, კლუბში დაბრუნების შემდეგ კი ლევანტესთან 88 წუთი ითამაშა.
სევილიას რეალთან მატჩში ასევე ვერ დაეხმარებიან ისააკ რომერო, გურიდი, მიგელ სიერა და მარკაო.
რეალისა და სევილიას შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.