მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩაბი ალონსოს თქმით, მას საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
43 წლის ბასკი მწვრთნელი შესაძლოა ლევერკუზენში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს. კერძოდ, ის კლუბთან ერთად მომდევნო სეზონის დაგეგმარებაში იღებს მონაწილეობას. პრესა ვარაუდობდა, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ალონსო ბაიერში დარჩენას დააანონსებდა, თუმცა ასე არ მოხდა.
„ამ სანაკრებო პაუზის დროს გადასაწყვეტი არაფერი მქონდა. შესვენება კარგი იყო, ძალიან გვჭირდებოდა.
უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ყველა - მეც და ფეხბურთელებიც - აწმყოზე ვართ კონცენტრირებულები და წინასწარ არ ვლაპარაკობთ, მატჩიდან მატჩამდე მივიწევთ წინ.
მაქვს თუ არა დაწესებული რაიმე საბოლოო ვადა გადაწყვეტილების მისაღებად? არა, ისევ იგივე უნდა გითხრათ. სეზონის მნიშვნელოვან მომენტში ვიმყოფებით, ამიტომ ფეხბურთის გარდა არაფერზე არ მსურს საუბარი.
თითქმის ერთი წლის წინ თქვენ ლივერპულზე და ბაიერნზე საუბრებს დაუსვით წერტილი, როცა გამოაცხადეთ, რომ ბაიერში რჩებით...
ახლა სხვა სიტუაციაა. მაშინ გადაწყვეტილება სწრაფად იყო მისაღები, ახლა არა. ძალიან დიდი სხვაობაა." - აღნიშნა ალონსომ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ალონსოს დანიშვნით მადრიდის რეალიც ინტერესდება, რომელიც ბასკს კარლო ანჩელოტის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები