კონორ მაკგრეგორმა არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„ილიას ჩემნაირი ტატუები აქვს, იმავე რაღაცებს ამბობს, იმავე მოძრაობებს აკეთებს. აწონვაზეც კი აპირებდა ყვირილს.
ილია კარგი ბიჭია, ცუდი ნამდვილად არ არის. მიყვარს ის. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მისთვის ადრე თუ გვიან მოხდებოდა.
მისი სტილიდანვე ვხვდებოდი... ვნახე, როგორ ვარჯიშობდა. დარბაზში ყოველთვის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ადგილზე დაგაყენებს. მეც გამივლია ეს გზა.
დარბაზში უნდა უთხრა ხალხს: „ძმაო, თუ დამაგდებ, აი, 1000 დოლარი შენთვის.“ სწორედ ასეთი რაღაცები უნდა ხდებოდეს. ეს გამოცდილება აუცილებელია.
თუ პირველივე წამიდან ხელებჩამოშვებული წახვალ წინ, ძალიან მკაცრად დაგსჯიან. ის ცოტა მოუქნელია, გარკვეული ხარვეზებიც აქვს.
ჯერ სრულად ჩამოყალიბებული, სრულყოფილი მებრძოლი არ არის. ბრტყელ ფეხებზე დგას, ფეხების მუშაობას დიდად არ იყენებს. თუმცა კარგი მებრძოლია და პროგრესის შესაძლებლობაც აქვს.
რა თქმა უნდა, ჯერ სახე უნდა მოუშუშდეს, ალბათ ახლა საშინელ მდგომარეობაშია.
მე არასდროს აღმოვჩენილვარ მსგავს სიტუაციაში. მხოლოდ ერთხელ მომსვლია, რომ ოქტაგონზე სისხლი წამომსვლოდა, ამიტომ ასეთი მდგომარეობა არ გამომიცდია.
ილია ძალიან მძიმე დარტყმების ქვეშ მოექცა და სწორედ ამან აიძულა დანებებულიყო.
ახლა ის, უდავოდ, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. საკუთარ თავს სერიოზული კითხვები უნდა დაუსვას.
შეძლებს თუ არა დაბრუნებას? ვფიქრობ, შეძლებს. მგონია, რომ ამას მოახერხებს.
ამისთვის მოტივაციაც ექნება და მას წარმატებებს ვუსურვებ.“ - განაცხადა ირლანდიელმა.