WTA-ს შემაჯამებელ ტურნირზე ფინალური წყვილი გამოიკვეთა.
რიადში მიმდინარე სეზონის შემაჯემებელი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს რეიტინგის ლიდერი, ბელარუსი არინა საბალენკა და ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალში საბანელკამ სამსეტიან მძიმე ბრძოლაში ამანდა ანისიმოვა 6:3 3:6 6:3 დაამარცხა, რიბაკინამ კი ამერიკელი ჯესიკა პეგულა ასევე სამ სეტში 4:6 6:4 6:3 გამოთიშა ტურნირს.
გადამწყვეტი დაპირისპირება დღეს, 8 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საბალენკას და რიბაკინას გზები აქამდე კორტზე პროფესიონალურ დონეზე 13-ჯერ გადაიკვეთა და რეიტინგის ლიდერი 8-5 ლიდერობს. ბოლო დაპირისპირება ვუჰანის ტურნირზე საბალენკამ ერთი თვის წინ, ორ სეტში მოიგო.