მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულთან მოგებულ მატჩში მოედანზე 100 წუთი გაატარა.
ქართველი ფეხბურთელი ბურთს 54-ჯერ შეეხო, 30-დან 21 ზუსტი პასი გააკეთა (70%), საიდანაც ორი პოტენციურად საგოლე იყო, როდესაც მან ჯერ ბარკოლა, შემდეგ კი დემბელე მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ალისონს ვერცერთმა ვერ აჯობა.
ლივერპული - პსჟ: პარიზელთა ქამბექი და გამარჯვება პენალტებში
კარისკენ დარტყმა კვარაცხელიამ 5-ჯერ სცადა, საიდანაც 3 დარტყმა დაუბლოკეს, 1 ზუსტი აღმოჩნდა, 1 კი - არაზუსტი. 8 ორთაბრძოლიდან ხვიჩამ 4 მოიგო და რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთ მომენტში ბურთი ცარიელი კარიდან, მო სალაჰის დარტყმის შემდეგ გამოიტანა.
გამოცემა SofaScore-მ კვარაცხელიას ამ მატჩისთვის 7.8 შეფასება დაუწერა, რაც პსჟ-ს შემტევებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია (დემბელე 7.3, ბარკოლა 6.6)
ამავე გამოცემის ცნობთ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვიტინია დასახელდა 8.3 შეფასებით.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები