მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საჩემპიონო ბრძოლის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო იძაბება სიტუაცია მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალის შორის.
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა:
"ყველა ქართველი უსუსურია?" - ამერიკელმა ამ ტექსტის გასწვრივ მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია მონიშნა.
მოგვიანებით ო'მალის პასუხი ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით მერაბ დვალიშვილმა გასცა.
"ჩემ მიმართ უპატივცემულობა გინდა - ეს ერთი ამბავია - ჩვენ პროფესიონალურად ამას ოქტაგონში გადავწყვეტთ. მაგრამ ახლა შენ და შენმა მწვრთნელმა ზღვარი გადაკვეთეთ და ჩემი ქვეყნის მიმართ გამოხატეთ უპატივცემულობა. ამისთვის გადაიხდი, როცა ოქტაგონს გარეთ შეგხვდები." - წერს ქართველი მებრძოლი X-ზე.
დვალიშვილისა და ო'მალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს UFC 306-ზე შედგება. ღონისძიება ლას ვეგასის The Sphere-ში გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები