ბარსელონას მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
"ბარსაში ტერ შტეგენის ჩასანაცვლებლად მოვედი და პრობლემა არ მექნება, რომ დაბრუნების შემდეგ მან თავისი ადგილი დაიკავოს.
თუ მწვრთნელი რაღაც მომენტში გადაწყვეტს, რომ კაპიტანი უნდა დაბრუნდეს და კარში დადგეს, ჩემთვის ეს ნორმალური იქნება." - განაცხადა პოლონელმა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში გერმანელის მძიმე ტრავმის შემდეგ ბარსელონა ვოიცეხს დაუკავშირდა, რომელსაც კარიერა დასრულებული ჰქონდა, და ის ფეხბურთში დააბრუნა.
ტერ შტეგენმა რეაბილიტაციის პროცესი უკვე გაიარა და გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო.
