Sky Sports კარლო ანჩელოტის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი სეზონს მადრიდის რეალში არ დაასრულებს.
ანჩელოტი რეალს კოპა დელ რეის ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ უთავკაცებს, შემდეგ კი კლუბს დატოვებს და ლა ლიგის სეზონს აღარ ჩაამთავრებს. ესპანეთის სამეფო თასის ფინალი რეალსა და ბარსელონას შორის 26 აპრილს გაიმართება.
მადრიდის რეალი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ორი მატჩის ჯამში არსენალთან 1-5 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ანჩელოტი: "არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩემი ბოლო თამაში ლიგაზე"