ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გუნდის კალენდართან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა.
"ყველა ფედერაცია და ლიგა ზრუნავს თავის კლუბებზე, მაგრამ აქ ასე არ ხდება. ასეთი კალენდარი არც ჩვენ და არც ესპანურ ფეხბურთს არ ეხმარება.
მიხარია, რომ ვალიადოლიდს კვირას არ ვეთამაშებით, მაგრამ რატომ არ შეიძლება 6 საათზე თამაში? მითხარით ერთი მიზეზი. მინდა ვიცოდე, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ინტერს დაუპირისპირდება. მატჩები 30 აპრილსა და 6 მაისს გაიმართება.
ამ თამაშებს შორის კი ბლაუგრანა ლა ლიგაში ვალიადოლიდს უნდა ესტუმროს. შეხვედრა 3 მაისს, 23:00 საათზე არის ჩანიშნული.
ფლიკის პრეტენზია კი იმასთან არის დაკავშირებული, რომ მატჩი გვიან არის ჩანიშნული, გუნდს კი ბარსელონაში დაბრუნება გვიან მოუწევს და დასვენებისთვის ნაკლები დრო ექნება.