VIDEO: ბრწყინვალე გასროლა - ვალვერდემ რეალს ბილბაოსთან მოაგებინა
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლა.
შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა.
ურუგვაელმა ნახევარმცველმა თავის სტილში, ბრწყინვალე გასროლით აიღო მეტოქის კარი და რეალს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ანჩელოტის გუნდს ამ მოგების შემდეგ 69 ქულა აქვს და ლიდერ ბარსელონასთან ჩამორჩენა 4 ქულაა, ქულების დაკარგვის შემთხვევაში რეალის საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო შემცირდებოდა.