ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩში ბარსელონამ სელტა ვიგო დაამარცხა.
შეხვედრა მონტჟუიკზე გაიმართა და 4:3 დასრულდა.
ფერან ტორესის დამაწინაურებელ გოლს სელტამ ბორხა იგლესიასის ჰეთ-ტრიკით უპასუხა და ვიგოელები 62-ე წუთისთვის 3:1-ს იგებდნენ, თუმცა ექვს წუთში ბარსამ ოლმოს და რაფინიას გოლებით გაათანაბრა.
გამარჯვების გოლი კი ასევე რაფინიამ, მე-7 კომპენსირებულ წუთზე, პენალტით გაიტანა და ბარსას უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
კატალონიელებმა 73 ქულა დააგროვეს და რეალს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს, 7 ქულით უსწრებენ.
12' ფერანი 1-0
15' იგლესიასი 1-1
52' იგლესიასი 1-2
62 იგლესიასი 1-3
64' ოლმო 2-3
68' რაფინია 3-3
90+8' რაფინია 4-3