ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის ხელმძღვანელობა შედგენილი განრიგის გამო გააკრიტიკა.
„იცით, რამდენი თამაში ჩავატარეთ ბოლო კვირებში? ბევრი. იცით თუ არა, რომ იგივე გველის მილანშიც? დორტმუნდიდან გვიან დავბრუნდით - ღამის სამზე თუ ოთხზე, ფეხბურთელებმა 5 საათზე დაიძინეს. არ ვწუწუნებთ, მაგრამ მსგავსი რამ მხოლოდ აქ ხდება.
ყველა ჩემპიონატში იცავენ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბებს და ფეხბურთელებს. ჩვენ კი უბრალოდ დასვენების დრო არ გვრჩება. ვისურვებდი დაველაპარაკო იმ ადამიანებს, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, იმიტომ რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს ეს კლუბებისთვის. შესაძლოა, საუკეთესო ფორმაში არ ვიყოთ, მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ ნახევარფინალში ვართ.
დორტმუნდში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ვამაყობ ფეხბურთელებით, იმიტომ რომ ისინი მაქსიმალურად დახარჯვას ახერხებენ. როცა პრესეზონს ვიწყებდით, მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ 18 აპრილს ტრებლის შანსი გვექნებოდა, ამას ხელს ნამდვილად მოვაწერდით. საბოლოოდ, მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ, ამიტომ ოპტიმიზმი უნდა შევინარჩუნოთ. ვხვდებით, რასაც ვაკეთებთ და გუნდმა იცის, რა უნდა გააკეთოს სელტასთან ხვალინდელ თამაშშიც.
არ მინდა წუწუნი ან თავის მართლება. იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ვალიადოლიდთან კვირას 14:00-ზე არ ვთამაშობთ - ჩემთვის ეს ნორმალურია. მაგრამ, რატომ არ შეიძლება 18:00-ზე ვითამაშოთ? რატომ? ერთი მიზეზი მაინც თქვით. ვისურვებდი იმ ადამიანის ნახვას, ვინც ამ განრიგზეა პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ეს უბრალოდ სასაცილოა.
ეს მთლიანად ესპანურ ფეხბურთზე ისახება, იმიტომ რომ თუ ევროპაში ვაღწევთ შედეგს, ამისგან მთლიანად ლა ლიგა ხეირობს. სიტყვები არ მყოფნის, ამის ატანა შეუძლებელია.
ყველა ფედერაცია ზრუნავს თავის კლუბებზე, აქ კი - არა. მათთვის სულერთია, რომ ფეხბურთელები დილის ხუთზე იძინებენ." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.