ლეო მესიმ აღიარა, რომ 2022 წლის მუნდიალის მოგების შემდეგ, ბარსელონაში სურდა დაბრუნება.
კატალონიურმა კლუბმა არგენტინელთან კონტრაქტი ფინანსური პრობლემების გამო ვერ გააფორმა.
„მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თავს ვერცერთ ევროპულ გუნდში ვერ ვხედავდი ბარსას გარდა. ჩემი მიზანი სახლში დაბრუნება იყო, სადაც ყველაფერი იწყებოდა. თუმცა სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
MLS-ში გადასვლის გადაწყვეტილება კი პირწმინდად ოჯახური იყო. აშშ-ში ჩამოვედით, მაიამიში, რათა ახალი გამოცდილება დაგვეგროვებინა. "- აღნიშნა ინტერ მაიამის შემტევმა ინტერვიუში.