ლიონელ მესის თქმით, არგენტინაში მისი კრიტიკა მის შვილებს ძალიან სწყინდათ.
„2022 წლის მუნდიალზე ჩემთვის სასიამოვნო სანახავი იყო, როგორი კმაყოფილები იყვნენ ჩემი შვილები - განსაკუთრებით ტიაგო და მატეო, რომლებიც იაზრებდნენ, რა ხდება.
წინა წლებში, ჩემს მიმართ წამოსული კრიტიკა ჩემს შვილებზეც ისახებოდა და სულ მეკითხებოდნენ, რატომ ლაპარაკობენ ჩემზე ასე?
ტიაგო ამ კრიტიკაზე ყველაზე მეტად ნერვიულობდა, იმიტომ რომ ის ყველაზე უფროსია და სხვებზე მეტი ესმოდა. ის იზრდებოდა ზუსტად მაშინ, როცა ჩვენს ნაკრებს წაგებული ფინალების გამო უსამართლოდ აკრიტიკებდნენ.
ის სულ მეკითხებოდა: "მამა, რატომ არ უყვარხარ არგენტინაში?" - აღნიშნა ლეომ.