ლეო მესის თქმით, არგენტინის და მექსიკის ნაკრებების შედარება არ ღირს.
„მათ თავადვე შეიქმნეს ჩვენთან მტრული დამოკიდებულება. არგენტინის და მექსიკის შედარება სისულელეა და ვერ ვხვდები, საიდან მოდის საერთოდ ეს ყველაფერი.
არ ვიცი, რა მოუვიდათ მექსიკელებს, საიდან გაჩნდა ეს მტრობა და გაღიზიანება. მექსიკელების მხრიდან ყოველთვის ვგრძნობდი სიყვარულს და მე პირადად არასდროს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია." - აღნიშნა ლეო მესიმ.
ასევე, მესიმ აღიარა, რომ 2022 წლის მუნდიალზე მექსიკის კარში გატანილი გოლი მისთვის ყველაზე ემოციური აღმოჩნდა ამ ტურნირზე.
„ქომაგების გამო არა, სულაც არა. ეს უბრალოდ უდიდესი შვების მომენტი იყო. ამ გოლმა სიმშვიდე და თავდაჯერება მოგვცა, რომ შეგვიძლია, საკუთარ რეალურ თავს დავუბრუნდეთ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვიყოთ." - დაასრულა არგენტინელმა.