ლიონელ მესიმ ინტერვიუში ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
"მე მქონდა ბარსელონაში დაბრუნების სურვილი, მინდოდა იმ ადგილზე დაბრუნება, სადაც ყოფნა ყოველთვის მსურდა, მაგრამ ეს შესაძლებელი აღარ იყო.
ამის შემდეგ ოჯახური გადაწყვეტილება მივიღეთ. იმ ფაქტმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ასევე დიდი გავლენა იქონია.
გადაწყვეტილი მქონდა, რომ ევროპაში სხვა გუნდში გადასვლა და თამაში აღარ მსურდა." - განაცხადა ლეგენდარულმა არგენტინელმა.
მესი: "შთამბეჭდავია, რასაც იამალი აკეთებს"