ბარსელონას მთავარი ბომბარდირი რეალთან კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს.
თავდამსხმელმა ტრავმა სელტასთან ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩში მიიღო, როცა 77-ე წუთზე თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და შეცვლა ითხოვა.
დღეს გაირკვა, რომ 36 წლის ფეხბურთელს კუნთი აქვს გაჭიმული.
თავდაპირველი ვარაუდით, ლევანდოვსკის 3 კვირამდე გაუცდება, რაც 26 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში მის მონაწილეობას გამორიცხავს.
ასევე, ლევანდოვსკიმ შესაძლოა ინტერთან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური თამაშებიც გამოტოვოს, რომელიც 30 აპრილს და 6 მაისს გაიმართება.