გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელები გუნდის კაპიტნის შეცვლას სიხარულით შეხვდნენ.
"ბავშვებს ვაძინებდი, როცა დამირეკეს", - ლევანდოვსკიმ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება ახსნა
როგორც იცით, ბარსელონას ფორვარდმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა მიხაილ პრობეჟმა მას კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა.
ადგილობრივი პრესის ცნობით, გუნდის კაპიტნის შეცვლის გადაწყვეტილებას ნაკრების სხვა ფეხბურთელები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გამოცემა Przegląd Sportowy ხაზს უსვამს, რომ ამ ნაბიჯით მწვრთნელმა ფეხბურთელების პატივისცემა დაიმსახურა.
რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, გუნდში ის 2008 წლიდან თამაშობს და 85 გოლის გატანა მოახერხა.