კილიან მბაპე ევროპული ოქროს ბუცის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდა.
ბარსელონას კარში ჰეთ-ტრიკით რეალის ფორვარდს 54 ქულა დაუგროვდა და ის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში მესამე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ტოპ-5 ლიგაში გატანილი თითოეული გოლი ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში 2 ქულით ფასდება, 5-20 ლიგებში გატანილი გოლები კი - 1.5 ქულით.
ამ ეტაპზე პირველ ადგილს სპორტინგის ფორვარდი ვიქტორ გიოკერეში იკავებს, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატში 38 გოლი გაიტანა და 57 ქულა აქვს (1.5 კოეფიციენტის გამო).
ტოპ-5 ასე გამოიყურება:
1. გიოკერეში - 57 ქულა
2. სალაჰი - 56 ქულა
3. მბაპე - 54 ქულა
4. ლევანდოვსკი - 50 ქულა
5. კეინი - 50 ქულა.