მოჰამედ სალაჰმა ლივერპულთან ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
„ალბათ, ეს გაურკვევლობა გარკვეულწილად წამადგა, იმიტომ რომ სტატისტიკის თვალსაზრისით, კარიერის საუკეთესო სეზონი ჩავატარე (იცინის). ალბათობა იმის, რომ ეს შეიძლებოდა ჩემი ბოლო სეზონი ყოფილიყო აქ, ალბათ გამოაღვიძა ჩემში მაქსიმალურად დახარჯვის სურვილი, რომ მოგვეგო ტიტული, რომელსაც ფანებს დავპირდი.
ასე ვფიქრობდი: თუ კლუბს ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა, არაუშავს, მოდი მაქსიმალურად კარგ სეზონს ჩავატარებ და შემდეგ მთავარი კარიდან გავალ.
წასვლა მართლა რეალური იყო. ცოტა უცნაური მოლაპარაკებები გამოვიდა, ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება: ჩვენ ჩემპიონები ვართ, მე კი კიდევ ორი წლით ვრჩები." - აღნიშნა ეგვიპტელმა.