პრემიერ ლიგის 36-ე ტურში ლივერპულმა და არსენალმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
ენფილდზე გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
მე-20 და 21-ე წუთებზე ლივერპულმა ორი სწრაფი გოლი გაიტანა და ტაიმი მოიგო, თუმცა არტეტას გუნდმა ყურები არ ჩამოყარა და მეორე ტაიმში მატჩის გადარჩენა შეძლო - ჯერ მარტინელიმ (47'), შემდეგ კი მერინომ (70') წონასწორობა აღადგინეს და არსენალს ქულა გადაურჩინეს.
79-ე წუთიდან არსენალი კაცნაკლული თამაშობდა, რადგან მერინომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
66-ე წუთზე მოედანზე კონორ ბრედლის ნაცვლად ტრენტ ალექსანდრ არნოლდი გამოჩნდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლივერპულიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა - ენფილდზე შეკრებილმა პუბლიკამ ინგლისელ ფეხბურთელს დაუსტვინა.