ჯეიმი კარაგერს მიაჩნია, რომ ლივერპულის ფეხბურთელების უმეტესობა რეალში გადავიდოდა.
როგორც იცით, ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა ლივერპულის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
„გასახდელში თანაგუნდელები 99% შემთხვევაში ერთმანეთს მხარს უჭერენ.
ნებისმიერი კლუბის და მათ შორის ლივერპულის ქომაგებს ამის მოსმენა არ მოეწონებათ, მაგრამ ლივერპულის ფეხბურთელების უმრავლესობა, დიდი ალბათობით, სიამოვნებით ითამაშებდა რეალში.
მეც ვყოფილვარ გასახდელის წევრი და ჩვენგანაც წასულან ფეხბურთელები ბარსელონაშიც, რეალშიც, ეს გულშემატკივრებისთვის ნამდვილად რთულია. ზოგჯერ ქომაგები ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელს კლუბი ნამდვილად უყვარს, ბოლოს კი ისიც სხვა გუნდში მიდის.
თუმცა, ფეხბურთელები გულშემატკივრებივით არ ფიქრობენ. იქ ყველა მოთამაშე ფიქრობს: "მეც სიამოვნებით გადავიდოდი რეალში" და ეს ასეც არის." - აღნიშნა კარაგერმა.