გუშინდელ ელ კლასიკოში რეალის 21 წლის ფორვარდის, ვიქტორ მუნისის დებიუტი შედგა.
კარლო ანჩელოტიმ ფეხბურთელი მოედანზე 88-ე წუთზე შეიყვანა და რამდენიმე წამში მას კილიან მბაპეს პასით შეეძლო ანგარიში 4:4 გაეხადა, თუმცა ერთი ერთზე გასულმა ბურთი კარს საგრძნობლად ააცილა.
ამ გაფუჭებული მომენტის გამო რეალის ქომაგები ფეხბურთელს თავს სოციალურ ქსელში დაესხნენ და შეურაცხმყოფელი კომენტარების წერა დაუწყეს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ მუნისს თავის სოციალურ ქსელში კომენტარების ფუნქციის გათიშვა მოუწია.
"კარიერა დაასრულე", "ძალიან ცუდი ხარ", "რეალის კი არა, ალავესის, ვალიადოლიდის და ლეგანესის დონის გუნდში უნდა თამაშობდე", "კარიერის დასრულების დროა, არა?" - ეს და მსგავსი კომენტარები დაუწერეს გულშემატკივრებმა 21 წლის ფეხბურთელს სოციალურ ქსელში.