ბარსელონას რამდენიმე ფეხბურთელმა რეალთან გამარჯვება საინტერესოდ აღნიშნა.
Marca-ს ინფორმაციით, თამაშის შემდეგ, გავიმ, ლამინ იამალმა, ფერან ტორესმა, ფერმინ ლოპესმა და ექტორ ფორტმა, რომელთაც მოგვიანებით სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, გულშემატკივრებთან მისვლის შემდეგ, სკანდირება დაიწყეს:
„ვინც არ ხტუნავს - მადრიდისტაა!" (madridista qui no boti).
ამ გამარჯვებით (4:3) ბარსელონამ რეალს ცხრილში 7 ქულით გადაასწრო და ლალიგის ოფიციალურად მოგება ესპანიოლთან 15 მაისს გასამართ მატჩში შეუძლია.