VIDEO: ნიუკასლმა ჩელსის მოუგო - ხუთეულში მოხვედრისთვის ბრძოლა დაიძაბა
23 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 36-ე ტურში ნიუკასლმა ჩელსი დაამარცხა.
შეხვედრა სენტ ჯეიმს პარკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მე-2 წუთზე სანდრო ტონალიმ ნიუკასლი დააწინაურა, 35-ზე კი ჩელსის მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მეტოქისთვის სახეში იდაყვის მორტყმისთვის მოედნიდან ნიკოლას ჯექსონი გააძევეს და ჩელსი 10 კაცით დარჩა.
მთელი მეორე ნახევარი ნიუკასლი მინიმალურ უპირატესობას ინარჩუნებდა, 90-ე წუთზე კი ბრუნო გიმარაეშმა მეორე გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ნიუკასლმა 66 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, მან სიტი 65 ქულით მეოთხეა, ჩელსი კი 63 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, თუმცა გარანტირებული მაინც არაფერი აქვს, რადგან მე-6 და მე-7 ადგილზე მყოფ ასტონ ვილას და ნოტინგემს 63 და 62 ქულა აქვთ.
შეგახსენებთ, რომ წელს ინგლისიდან ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდი გავა (5 ჩემპიონატიდან, ერთი კი ევროპა ლიგის მოგებისთვის).