ჟოაო ფელიქსი ამ ზაფხულს შესაძლოა ფლამენგოში გადავიდეს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიურ კლუბს პორტუგალიელის დამატება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის სურს, რომელიც 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.
ფლამენგოს ხელმძღვანელობას წარმატებული ტურნირის იმედი აქვს და სურს, პირველი თამაშისთვის გუნდი სათანადოდ გააძლიეროს და ჩელსის საკუთრებაში მყოფი ფელიქსი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
მილანში ფელიქსის იჯარა, სადაც მან 16 მატჩის ჩატარება მოასწრო, სეზონის ბოლოს იწურება და როსონერი მის გამოსყიდვას არ აპირებს.
პორტუგალიელს ლურჯებთან 6-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ამჟამად, ზაფხულში ბრაზილიაში გადაბარგება მისთვის ყველაზე სავარაუდო ვარიანტად მოიაზრება. თუ ეს მართლაც მოხდა, 20 ივნისს ფელიქსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 20 ივნისს დაუპირისპირდება.