ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა, რომელმაც დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს, დაადასტურა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა ჰქონდა.
„კლუბში დარჩენის შანსი ასი პროცენტით მქონდა. კლუბს, პერსონალს და მწვრთნელს მთლიანად ვენდობი.
არ ვფიქრობ, რომ ლივერპული მომდევნო წლებში ტიტულებისთვის ვერ იბრძოლებს - მწვრთნელთან საუბრის პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ ის გამარჯვებულია და მხოლოდ გამარჯვებებს უმიზნებს. ეს ამ სეზონში თავადაც იხილეთ ჩვენი თამაშით.
თავდაჯერების ნაკლებობა არაფერ შუაშია, უბრალოდ ცვლილებები მჭირდებოდა და ამას ვგრძნობდი. ეს არის ის, რაც ამ ცხოვრების გზაზე გასაკეთებელი იყო - წავიდე და გამოვცადო საკუთარი თავი სხვა ადგილას.
ვგრძნობ, რომ სხვა სფეროში ძალების მოსინჯვა არის ის, რაც ახლა, როგორც ფეხბურთელმა უნდა გავაკეთო." - აღნიშნა ინგლისელმა მარჯვენა მცველმა.