ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა აღნიშნა, რომ ლივერპულის ქომაგების ბრაზი მისთვის გასაგებია.
გესმის იმ გულშემატკივრების, ვინც შენი გაბრაზდება, როცა შენი წასვლის შესახებ მოისმენს?
„კი, ასი პროცენტით. მთელი ცხოვრებაა ამ კლუბის ფანი ვარ და აქ მომეცა შესაძლებლობა მიმეღწია ყველაფრისთვის. ამიტომ, ჩემთვის ეს სრულდა გასაგებია.
როცა ვიზრდებოდი, მეც ვხედავდი, როგორ მიდიან სხვა ფეხბურთელები, რომელთა ყურებაც მიყვარდა და ვინც გუნდს ხშირად ტიტულების მოგებაში ეხმარებოდა. ამ ფეხბურთელებთან რაღაცნაირი კავშირი გაქვს, მითუმეტეს, როცა მათ კლუბისთვის წარმატებები მოაქვთ. ამიტომ, ჩემთვის მთლიანად გასაგებია ის შეგრძნებები, რომელიც ქომაგებს ახლავთ, ეს მეც გამოვლილი მაქვს. გასაგებია, რომ ეს სიახლე ბევრს გაუცრუებს იმედს, ან სულაც გააბრაზებს.
აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ამაზეც მომიწია ფიქრი - არავის სურს, რომ თავისი გადაწყვეტილებით ხალხი გააბრაზოს და გულნატკენი დატოვოს. თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება ჩემი თავისთვის უნდა მიმეღო, სულ ეს არის.
ზოგადად ეს რთული საკითხია, რომელიც დიდი ხანია თავში მიტრიალებს და ახლა რომ სიმართლის თქმის შესაძლებლობა მომეცა, სიმძიმეს მხსნის მხრებიდან. ვფიქრობ, გულშემატკივრებისთვის სიმართლის ცოდნა მნიშვნელოვანია." - აღნიშნა ფეხბურთელმა.