რეალი ლივერპულთან ფინანსურ საკითხზე შეთანხმებას ცდილობს.
როგორც იცით, დღეს ინგლისელმა მარჯვენა მცველმა ლივერპულიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. მისი კონტრაქტი ლივერპულთან 30 ივნისს იწურება, რის შემდეგაც ის რეალთან გააფორმებს ხელშეკრულებას.
თუმცა, მადრიდულ კლუბს სურს, რომ ტრენტმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიიღოს მონაწილეობა, რომელიც 14 ივნისს იწყება, როცა ინგლისელი ფორმალურად ჯერ კიდევ ლივერპულთან იქნება კონტრაქტით დაკავშირებული.
Marca-ს ინფორმაციით, რეალმა ლივერპულს ტრენტთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტაში 500 ათასი ევრო შესთავაზა, თუმცა მერსისაიდულ კლუბს უფრო მეტის მიღება სურს.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ რეალი დარწმუნებულია, რომ ტრენტის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის განაცხადში ჩამატებას საბოლოოდ მოახერხებს.