მადრიდის რეალმა კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტის გაწყვეტის პირობები შეათანხმა.
The Athletic-ის ჟურნალისტის, მარიო კორტეგანას ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ოფიციალურად ანჩელოტის წასვლა შესაძლოა ლა ლიგის დასრულებაზე ადრე, კერძოდ კლასიკოს შემდეგ დადასტურდეს.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ მოლაპარაკებები ჩაშლის პირას ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ბრაზილიურმა მხარემ იტალიელის დალოდება ამჯობინა.
სავარაუდოდ, რეალში ანჩელოტის ჩაბი ალონსო შეცვლის, რომელთანაც სამეფო კლუბი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ატარებს.