კილიან მბაპეს რეალის მაისურით სადებიუტო სეზონში 52 მატჩში 36 გოლი დაუგროვდა.
ლა ლიგის დარჩენილ 4 მატჩში ორი გოლის გატანის შემთხვევაში, მბაპეს რეალის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სადებიუტო სეზონი გამოუვა.
ამ ეტაპზე ამ მაჩვენებლით ლიდერი ივან სამორანოა, რომელმაც 45 მატჩში 37 გოლის გატანა მოახერხა.
1. ივან სამორანო - 37 გოლი, 45 მატჩი
2. კილიან მბაპე - 36 გოლი, 52 მატჩი
3. კრიშტიანუ რონალდუ - 33 გოლი, 35 მატჩი
4. ვან ნისტელროი - 33 გოლი, 47 მატჩი
5. რონალდო - 30 გოლი, 44 მატჩი
6. უგო სანჩესი - 29 გოლი, 49 მატჩი.