VIDEO: გიულერის გასროლა და მბაპეს დუბლი - რეალი კლასიკოს წინ შანსს ინარჩუნებს
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ვიგოს სელტა მიიღო.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. 33-ე წუთზე არდა გიულერმა ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში, 39-ე წუთზე კი კილიან მბაპემ ორამდე გაზარდა სხვაობა, რეალმა მატჩის პირველი ნახევარი 2-0 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზე, 48-ე წუთზე ფრანგმა შემტევმა გიულერის პასის შემდეგ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3-0 გახადა.
69-ე წუთზე სელტამ კუთხური ჩამოაწოდა, რასაც საჯარიმოში არეულობა და ხავიერ როდრიგესის გოლი მოჰყვა, 76-ე წუთზე კი იაგო ასპასის პასის შემდეგ ვილიოტ სვედბერგი ერთი ერთზე აღმოჩნდა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
მიუხედავად სამბურთიანი უპირატესობის განიავებისა, რეალმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც შეძლო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ბარსელონაა 79 ქულით, რეალს კი 75 ქულა აქვს. შემდეგ ტურში მონჟუიკზე ელ კლასიკო გველის, სადაც ბარსელონა შეეცდება გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს, რეალი კი სატიტულო რბოლაში დარჩენისთვის იბრძოლებს.