ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში ვალიადოლიდმა საკუთარ მოედანზე ბარსელონა მიიღო.
მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. მე-6 წუთზე ივან სანჩესის დარტყმის შემდეგ ბურთი ტერ შტეგენის კარისკენ რიკოშეტით წავიდა და საბოლოოდ კარში ჩაეშვა.
ბარსელონამ პირველი ტაიმი წააგო, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში სიტუაციის მოტრიალება შეძლო.
54-ე წუთზე რაფინიამ გაათანაბრა ანგარიში, მე-60 წუთზე კი ფერმინ ლოპესმა გაიყვანა წინ თავისი გუნდი.
საბოლოოდ ფლიკის გუნდმა 1-2 იმარჯვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ბარსელონას 79 ქულა დაუროვდა და რეალს 7 ქულით უსწრებს, თუმცა მადრიდელებს თავისი მატჩი ჩასატარებელი აქვთ.
6' სანჩესი 1-0
54' რაფინია 1-1
60' ლოპესი 1-2