ჩავიმ შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბი ჩაიბაროს.
45 წლის სპეციალისტი ალ ჰილალიდან გაშვებული ჟორჟე ჟეზუშის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება.
ჩავი 2024 წლის ივლისის შემდეგ არის უმუშევარი, როცა ის ბარსელონადან დაითხოვეს. მშობლიური კლუბის დატოვებისთანავე მან განაცხადა, რომ 1 წლით დასვენებას აპირებს, ახლა კი მზად არის, ახალი სეზონიდან მწვრთნელობა განაახლოს.
ალ ჰილალი საუდის არაბეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ ალ იტიჰადს 6 ქულით ჩამორჩება.