ჰანსი ფლიკმა ბარსელონას სარისკო სათამაშო სტილზე ისაუბრა.
ამ სეზონში კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგის 33 მატჩში 89 გოლი გაიტანა და 32 გაუშვა.
„ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენ სარისკო სტილით ვთამაშობთ. გერმანიაშიც კი იწერება ასეთი სათაურები, შემხვედრია.
თუმცა, სხვა გუნდებს რომ გადავხედოთ, მაგალითად რეალს, ვფიქრობ, ისინიც ბევრ გოლს უშვებენ, დიდი განსხვავება არ არის (რეალმა 33 მატჩში 66 გაიტანა და 31 გაუშვა - ავტ)
სამაგიეროდ, ჩვენ ბევრად მეტი გავიტანეთ. ჩვენი ფეხბურთი შეიძლება რისკიანი მოგეჩვენოს, მაგრამ მე მომწონს ჩვენი სტილი.
ჩვენ ბევრად უფრო ორგანიზებულად და კარგად უნდა ვითამაშოთ." - აღნიშნა ფლიკმა.