ლა ლიგაში გასამართი ელ კლასიკოს წინ სპოტიფაისა და ბარსელონას თანამშრომლობის ფარგლებში კატალონიური გრანდის მორიგ არტისტთან თანამშრომლობა შედგა.
რეალთან მატჩში ბარსელონას სპეციალური მაისური ექნება, რომელსაც Cactus Jack ეწერება. Cactus Jack ამერიკელი რეპერის, ტრევის სკოტის სტუდიაა.
წინა შემთხვევებში ბარსელონას კოლაბორაცია სხვა არტისტებთანაც ჰქონდა: დრეიკი, როსალია, როლინგ სტოუნსი, Karol G და ქოლდფლეი.
ელ კლასიკო ლა ლიგის 35-ე ტურში 11 მაისს გაიმართება.
