ჰანსი ფლიკმა ლამინ იამალისთვის სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როცა ასეთ დონეზე შეგიძლია თამაში, ისიც უნდა იცოდე, ეს დონე როგორ შეინარჩუნო. ერთ თამაშში ამის დემონსტრირება არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და იამალი ამას ხვდება.
ლამინმა კარგად იცის, რომ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის, მუშაობაც არის საჭირო.
თუ კრიშტიანუ რონალდუს ან ლეო მესის დონეზე გინდა ასლვა, მაშინ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და შემდეგ გამოჩნდება, რა როგორ გამოვა.
ბედნიერები ვართ, რომ მან 17 წლის ასაკში შეძლო და ამ დონეს მიაღწიე, მაგრამ მას ბევრი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ სტაბილურად ამ დონეზე დარჩეს და შესაძლოა, გააუმჯობესოს კიდეც.
ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის." - აღნიშნა ფლიკმა.