ფედე ვალვერდემ სელტასთან მატჩში მომხდარზე ისაუბრა.
მეორე ტაიმში რეალი 3:0-ს იგებდა, თუმცა შვიდ წუთში ორი გოლი გაუშვა და ვიგოელებს ანგარიშის გათანაბრების შანსებიც ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ რეალმა 3:2 მოიგო.
„დაუშვებელია, რომ მსგავსი გამოთიშვები გრძელდებოდეს. ეს ძალიან ბევრჯერ მოხდა ამ სეზონში ლიგაზეც და ლა ლიგაშიც.
ელ კლასიკო ჩვენი ბოლო შანსია, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ამ სეზონში." - აღნიშნა ურუგვაელმა.
ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე რეალი ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში ეს ორი გუნდი ერთმანეთს მონტჟუიკზე დაუპირისპირდება.