VIDEO: ანტონიიი! ბრაზილიელმა ბეტისს ბრწყინვალე გოლით მოაგებინა
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში ესპანიოლმა საკუთარ მოედანზე ბეტისი მიიღო.
მატჩში ანგარიში 28-ე წუთზე მასპინძლებმა ხაენ ფერნანდესის გოლით გახსნეს და 85-ე წუთამდე თამაშს იგებდნენ კიდეც, თუმცა ანდალუსიელებმა სცენარის მოტრიალება შეძლეს.
85-ე წუთზე ჯოვანი ლო ჩელსომ ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი ანტონიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ბეტისს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
პელეგრინის გუნდმა ამ მოგებით 57 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
ანტონის მანჩესტერ იუნაიტედიდან ბეტისში გადმოსვლის შემდეგ 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.