მადრიდის რეალი ტეო ერნანდესის დაბრუნებას განიხილავს.
სამეფო კლუბს ზაფხულში მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურს და მილანის ფრანგ ფეხბურთელს იდეალურ ვარიანტად მოიაზრებს.
ტეოს კანდიდატურა მადრიდელებში ყველაზე მეტად რამდენიმე ფაქტორის გამო გამოირჩევა:
1) მისი კონტრაქტი მილანთან 2026 წლის ზაფხულამდე მოქმედებს, ანუ მისი შეძენა შედარებით დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი
2) ტეო იდეალურ ასაკშია (27 წლის) და საუკეთესო საფეხბურთო წლები აქვს
3) ფეხბურთელი რეალში დაბრუნებას სიამოვნებით დათანხმდებოდა და მადრიდში ადაპტაციის გავლაც არ გაუჭირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი რეალში 2017/18 სეზონში თამაშობდა, შემდეგ ერთი წელი იჯარით სოსიედადში გაატარა, ბოლოს კი მილანმა იყიდა. ამ სეზონში როსონერის მაისურით ფეხბურთელმა 31 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
AS-ის ინფორმაციით, რეალი მილანისთვის ტეოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს.