კარლო ანჩელოტიმ სამეფო თასის ფინალში ბარსელონასთან წაგებაზე (2:3) ისაუბრა.
გუნდებს შორის 26 აპრილს გამართული შეხვედრა ბარსას დამატებით დროში გამარჯვებით დასრულდა.
„კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე. იმის გამო, რომ გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, ამ წაგებამ მწარე გემო დაგვიტოვა. ყველამ დაინახა, რამდენად გაისარჯა ჩვენი გუნდი.
მატჩის მიწურულს ასე წაგება ძალიან საწყენია, მაგრამ გუნდზე ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი. გამარჯვებისთვის ბოლომდე დავიხარჯეთ და ყველაფერი გავიღეთ." - აღნიშნა ანჩელოტიმ.