მადრიდის რეალს სურს, რომ დავიდ ალაბამ კლუბი ზაფხულში დატოვოს.
32 წლის ავსტრიელს გუნდთან ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.
The Athletic-ის ინფორმაციით, ალაბას მომავალს კლუბი ეჭვის თვალით ჯერ კიდევ ბოლო ოპერაციამდე უყურებდა, ხოლო მარცხენა მუხლზე მენისკის გაწყვეტისა და მორიგი ოპერაციის შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნდნენ იმაში, რომ ალაბა გუნდის სამომავლო გეგმებში ვერ ჩაჯდება.
რეალს სურს, რომ ალაბამ კლუბი ამ ზაფხულსვე დატოვოს. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი ყოველწლიურად გადასახადების გადახდამდე 22.5 მილიონ ევროს იღებს.
ამ სეზონში ალაბამ ლა ლიგის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.