კარლო ანჩელოტიმ საკუთარ მომავალზე საუბარი არ მოისურვა.
„ჩემს მომავალზე 25 მაისზე ადრე არ ვილაპარაკებ. ვერ გეტყვით იმას, თუ რა მოხდება პრიმერა დივიზიონის დასრულების შემდეგ.
ნებისმიერ შემთხვევაში, რეალის მიმართ უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ და ამ კლუბთან პრობლემები არასდროს მქონია. როცა არ უნდა შედგეს ჩემი დამშვიდობება - 2025 წელს, 2026-ში თუ 2030-ში, ეს იქნება ფანტასტიკური დამშვიდობება, იმიტომ რომ მადრიდთან ორმხრივი სიყვარული მაქვს. ამ კლუბთან კონფლიქტში არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ.
ვიცი, იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ ჩემს მომავალზე არანაირ განცხადებას არ ვაკეთებ, მაგრა ჩემთვის სულერთია.
პრესაში გავრცელებულ სიახლეებს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. მაგრამ მომეცით ნება ვთქვა, რომ ბევრი მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.