როგორც იცით, ტრენტ ალექსანდრ არნოლდს ლივერპულთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურება და დიდი ალბათობით, ის მადრიდის რეალს შეუერთდება.
სამეფო კლუბის სურვილია, ტრენტი რეალს უკვე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზევე დაეხმაროს, რომელიც 14 ივნისს იწყება. პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ ფეხბურთელი ივნისის ბოლომდე ოფიციალურად ლივერპულთან იქნება კონტრაქტით დაკავშირებული და ამიტომ, რეალის მაისურის დროზე ადრე მოსარგებად, არნოლდს ლივერპულის თანხმობა დასჭირდება.
Diario AS-ის ინფორმაციით, ლივერპული მზადაა დათმობაზე წავიდეს და ტრენტს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალის მაისურით თამაშის უფლება მისცეს, იმ შემთხვევაში, თუ:
1) ფეხბურთელი თავისი ბოლო თვის ხელფასზე უარს იტყვის
2) რეალი ლივერპულს ფულს გადაუხდის - საუბარია 1 მილიონ ევროზე ნაკლები ოდენობის თანხაზე.
უახლოეს პერიოდში გაირკვევა, შეძლებს თუ არა ტრენტ ალექსანდრ არნოლდი თავისი სავარაუდო მომავალი კლუბის დახმარებას ფიფას მიერ ორგანიზებულ ახალ ტურნირზე, თუ ინგლისელის ერა მადრიდში 1 ივლისიდან დაიწყება.