ჩაბი ალონსომ საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა.
ლევერკუზენის თავკაცს მადრიდის რეალს უკავშირებენ, რომელსაც დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტი დატოვებს.
„ჩემს მომავალზე ახალს ვერაფერს გეტყვით, პასუხი იგივეა: უნდა დავიცადოთ.
კლუბთან კომუნიკაცია მშვენივრად მიმდინარეობს. ყველას შორის კარგი გაგებაა." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.