მადრიდის რეალის შემტევი, როდრიგო გოესი გუნდის დატოვებას განიხილავს.
Radio Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიელს ზაფხულში სანტიაგო ბერნაბეუდან აბარგება აქვს გადაწყვეტილი და ერთადერთი, რამაც შესაძლოა აზრი შეუცვალოს - რეალის სავარაუდო მომავალი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს პოზიციაა. თუ ესპანელი მას პირადად გაესაუბრება, თავის გეგმებს გაანდობს და დარჩენას სთხოვს, მაშინ როდრიგო დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეალის დატოვება სურს.
ბრაზილიელი ფიქრობს, რომ რეალში მთელი ყურადღება მბაპე - ვინისიუსი - ბელინგემის ტრიოზეა გამახვილებული და ის ხშირად იჩრდილება.
გარდა ამისა, როდრიგოს აზრით, რეალში შეტევა მაქსიმალურად ინდივიდუალიზმს ეყრდნობა, ის კი ბევრად უფრო სისტემური და გუნდური ფეხბურთელია, რის გამოც სხვა ვარსკვლავების ფონზე ხშირად არ ჩანს.
დღეის მდგომარეობით, ფეხბურთელი რეალიდან წასვლასთან ბევრად არის ახლოს, ვიდრე დარჩენასთან.